რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაკავებულია 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა, 25 წლამდე მამაკაცი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო არკვევს, მკვლელობის იარაღი, რომელიც 36 წლის კაცმა გამოიყენა, მისი ძმის საკუთრება იყო.
კონკრეტულად რას ედავება გამოძიება დაკავებულს, აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.
შეგახსენებთ, გუშინ, 9 თებერვალს, ბაზარში შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა. კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.