სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, იანვრის თვეში, რუსთავში, სურსათის 3 ობიექტი დააჯარიმა.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, 2 მითითების შეუსრულებლობისთვის, 1 კი მიკვლევადობის გამო დააჯარიმეს.
ჯამში, ქვემო ქართლში, ინსპექტირება 32 ობიექტში ჩატარდა, დოკუმენტური შემოწმება 78 -ში, დაჯარიმდა 6 ობიექტი.
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.