აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ სკოლების სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში რუსთავის №4, №15 და № 28 საჯარო სკოლები გარემონტდება.რამდენიმე დღის წინ სკოლებს ფონდისგან ოფიციალური წერილი მიუვიდათ, რომლის თანახმად სამივე სკოლაში სარემონტო სამუშაოები მარტის თვიდან დაიწყება, შესაბამისად, აღნიშნული სკოლების მოსწავლეები სხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდენიან, ზოგიერთი სკოლა რამდენიმე ალტერნატივას განიხილავდა, თუმცა ამ დროისთვის ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტებულია.
№4 სკოლა - დილის ცვლა №10 საჯარო სკოლაში, 1-დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი №22-ე საჯარო სკოლაში გადაინაცვლებენ.
№28 სკოლა - მოსწავლეები №23-ე საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან.
№15 სკოლის ყველა მოსწავლე კი №25-ე საჯარო სკოლის მე-2 ცვლაში გადაინაცვლებს.
აშშ-ს მთავრობამ პროექტისთვის 54 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც საქართველოს 100 სკოლის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.