რუსთავში კაცმა დეიდას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცმა დეიდას სცემა. არსებული ინფორმაციით, ქალსა და მის დისშვილს შორის შელაპარაკება ბინის საკითხზე დაიწყო. კაცს სურდა რომ დეიდას ბინა მისთვის გადაეფორმებინა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა.
ფიზიკური დაპირისპირების გამო კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაცმა შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და კიდევ მივიდა დეიდასთან.
ქალმა სამართალდამცავებს მიმართა რის გამოც მისი დის შვილი მეორედ დააკავეს.