რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ხანძარი იყო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს და ამბობს, რომ ცეცხლი კორპუსის მიმდებარედ დაუდევრობის გამო გაჩნდა.
"თოდრიის 1-ელი ჩიხის #1 კორპუსთან განზრახ გააჩინეს ხანძარი. რის შედეგადაც კორპუსის მოსახლეობა დაზარალდა. დაუზიანდათ აივანი, კონდიციონერი. დაკვამლიანდა და გაშავდა ფასადი, ფანჯრები", - წერს მოქალაქე.
მისივე თქმით, საცხოვრებელ კორპუსთნ ახლოს ღამის საათებში საბურავები მიიტანეს და დაწვეს.
"მიიტანა ვიღაცამ საბურავები ღამე, ნაგავი ჩაყარა შიგნით, დაანთო ცეცხლი და მიატოვა. მანამ არ იყო იქ არაფერი, ხის ძირში მოხდა. ფასადი სულ გაშავებულია და გვინდოდა ჩამორეცხილიყო ან გადაღებილიყო, დაგვხმარებოდა ვინმე", - განუცხადა “ინფო რუსთავს” კორპუსის მოსახლემ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული.