ავტოსაგზაო შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დაახლოებით 14 საათზე მოხდა. ერთმანეთს "ოპელი"-ს და "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.