"მიკრორაიონს სრულად შეუწყდება წყალი"

2024-01-30 13:29:53

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-12 მრ N7-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვრის 12:30 საათიდან 19:00  საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მე-12 მრ სრულად და ერისთავის ქუჩას.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.