წყალმომარაგების 7-საათიანი შეზღუდვა

2024-01-30 13:23:57

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის 21 მრ-ის N1-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვრის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
21მრ-ის N1,6-ს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.