კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის შემოსასვლელთან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 იანვრის 00:15 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დოლიძის, ჩოხელის და გონაშვილის ქუჩას (გასასვლელებით).
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.