როდის აღდგება წყლის მიწოდება

2024-01-25 14:37:22
კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალ 800 მმ მაგისტრალურ ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 14:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

11,12,16,17,18,19 მიკრორაიონებს, აღმაშენებლის (გასასვლელებით) მოდებაძის, ალუბლების (გასასვლელით), სანაპიროს, ერისთავის, ტაბიძის,ტურგენევის (გასასვლელით), ორბელიანის, ჭონქაძის, ღლონტის, წულუკიძის (გასასვლელებით), გ. ქუჩიშვილის (გასასვლელებით), დოლიძის, ჩოხელის (გასასვლელებით), გონაშვილის, მშვიდობის, გიორგაძის, გ. მაზნიაშვილის, ზედგენიძის, ბელიაშვილის (შესახვევით) სამგორის, ბარნოვის ჩეხოვის, ჩაპაევის, ტ. გრანელის, რჩეულიშვილის, ი. ჯავახიშიკლის, გ. ჯავახიშვილის, კახეთის, მცხეისა, ნეკრასოვის, სამშვილდის, გოგოლის და ბერიტაშვილის ქუჩებს.