რუსთაველი მურად პაიჭაძე გარდაიცვალა

2024-01-22 18:27:00

64 წლის ასაკში რუსთაველი ჩოგბურთის მწვრთნელი მურად პაიჭაძე გარდაიცვალა.

პაიჭაძე 25 წლის განმავლობაში ჩოგბურთის მწვრთნელად მუშაობდა და არაერთი თაობა ჰყავს გამოზრდილი.

ახალგაზრდობაში ფიზკულტურის ინსტიტუტის ფეხბურთის გუნდშიც თამაშობდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მწუხარებას გამოთქვამს მურად პაიჭაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.