რუსთავში ერთი ადამიანი CO-თი მოიწამლა

2024-01-21 19:38:19

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ქალმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 60 წლამდე ქალს სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ამ დროისთვის მი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.