გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რეხაში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს.
როგორც ცხოველის პატრონი ამბობს, ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, გორში კიდევ ერთი შემთხვევა იყო. ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რაზეც სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამ შემთხვევაში ძაღლის გადარჩენა მოხერხდა.