კაცი, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, დააკავეს

2024-01-13 20:32:12

კაცი, რომელმაც გორში ძაღლი დაჭრა, დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

დაკავებული 65 წლის კაცია.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ რეხაში ძაღლი მოხდა. ცხოველს სანადირო თოფიდან ორი ტყვია ესროლეს.

დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.