საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ნარჩენების დახარისხების კამპანიაში ჩაერთო.
კამპანიის ფარგლებში შეგროვებული ნარჩენები "ეკო ცენტრში" მივიტანეთ, სადაც ქალაქის მასშტაბით პლასტმასასა და მაკულატურის შეგროვება ხდება.
"ეკო ცენტრმა" გასულ წელს ჯამურად 1,4 ტონამდე პლასტმასა შეაგროვა, მათ შორის, 1,2 ტონა კონკურსის ფარგლებში, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით და Polyvim LLC-თან პარტნიორობით 46 ნერგად გადააქციეს და ქალაქის მასშტაბით დარგეს.
თუ გსურთ გარემოზე იზრუნოთ და არ დააბინძუროთ შეგიძლიათ ეკო ცენტრის ოფისში (რუსთავი, კოსტავას #4) ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-დან 19:30 საათამდე ჩააბაროთ შემდეგი სახის ნარჩენებს:
პლასტმასა შემდეგი კოდებით/აღნიშვნებით: PET (1); HDPE (2); LDPE (4); PP (5).
მაკულატურის სახით კი, ვიბარებთ მხოლოდ რვეულებს, ჟურნალებს, გაზეთებს, თაბახის ფურცლებს, ფლაერებს, ბუკლეტებს (მუყაო, ქვითრები და სხვა მსგავსი ქაღალდები არ ბარდება).