რუსთავში სამორინეს დაცვას სცემეს და შენობას ქვები დაუშინეს

2024-01-06 23:52:01

რუსთავში სამორინეს ქვები დაუშინეს და დაცვას სცემეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებსა და სამორინეს დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით მოქალაქეებმა სამორინეს შუშის ფასადი ქვებით დალეწეს, ხოლო დაცვის თანამშრომელს სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

სამართალდამცავებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს, დაკავებულია 2 ახალგაზრდა კაცი.