რუსთავი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე-3 ქალაქი გახდა

2024-01-06 13:17:15

რუსთავი საქართველოს მოსახლეობის მიხედვით უკვე მესამე ქალაქია. 1 იანვრის მონაცემებით, რუსთავის მუნიციპალიტეტში 132 000 ადამიანი ცხოვრობს.

ყველაზე დიდი ქალაქების სამეული ასე გამოიყურება: თბილისი, ბათუმი და რუსთავი.

2023 წლის განახლებული მონაცემებით, სამეულში რუსთავმა ქუთაისი ჩაანაცვლა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტში 128 700 ადამიანი ცხოვრობდა, 2021 წელს 130 100, 2022-ში 128 800, 2023 წელს კი 132 300 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, რუსთავში მოსახლეობის რაოდენობის ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები