რუსთავში საქველმოქმედო ველომსვლელობა მოეწყო.
ველომოყვარულებმა წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები გაახარეს.
ასოციაცია "რუსთაველოს" დამფუძნებლის, გიგა ძულიაშვილის თქმით, აღნიშნული მიზნით ველომსვლელობა ქალაქში უკვე ტრადიციად იქცა და მე-10 წელია იმართება.
"დღეს ჩავატარეთ ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო ველომსვლელობა, რომელსაც 10 წელია ვმართავთ. 30-მდე ველომოყვარული შეიკრიბა, თანხა გვქონდა 1000 ლარამდე. ჩვენ გვაქვს ტრადიციად, რომ ვეხმარებით მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. წელსაც ვესტუმრებით 3 ოჯახს და 2 მარტოხელა მოხუცს. დანტერესება დიდია ხოლმე, გვიერთდებიან ველომოყვარულები და უბრალოდ სამოქალაქო პირები. საქველმოქმედო აქციით გვინდა, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა ჩვენს თანამოქალაქეებს", - განაცხადა ძულიაშვილმა.