რუსთავში ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული გ.ს. - ს საცხოვრებელ ბინაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 51 ვაზნა და 2 მჭიდი.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩხრეკა მესხიშვილის ქუჩაზე ერთერთ ბინაში ჩატარდა.
პოლიციამ 40 წლამდე კაცი ადგილზე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.