რუსთავში მე-14 მიკრორაიონში ძლიერმა ქარმა ერთ-ერთი კორპუსის სახურავის ნაწილი მოანგრია. [ვიდეო/video]
მონგრეული ბეტონის ფილები კი კორპუსის მიმდებარედ ტროტუარზე დაიყარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩაზეც შექმნა.
მრავალწლიანი ხეები ფესვიანად მოგლიჯა 21-ე მიკრორაიონში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე, წმინდა ნინოს ქუჩაზე და სხვა.
ასევე ჯავახიშვილის ქუჩაზე მოგლიჯა განათების ბოძი.