თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.