31 დეკემბერს რუსთავში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.
კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება.
მუსიკოსები, რომლებიც გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო;
აკადემიური ანსამბლი „ერისიონი";
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით;
ანსამბლი „შვიდკაცა";
ლიზა ბაგრატიონი;
ნატო მეტონიძე;
აჩიკო ნიჟარაძე;
ანსამბლი „ჯორჯიან სიქსი";
კოტე ყიფიანი;
ნუკრი კაპანაძე;
ქეთი გაბისიანი;
ეკა დოლიძე;
ეკა მამალაძე;
საღამოს დაასრულებს ჯგუფი „Reggaeon";
წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე;
00:00 - საზეიმო ფეიერვერკი.