რუსთავის ბანკებთან საპოლიციო ეკიპაჟები არიან მობილიზებულები

2023-12-25 18:02:11

საახალწლო დღეების მოახლოებასთან და მომხმარებელთა ნაკადების ზრდასთან ერთად, რუსთავში არსებულ ბანკებთან სამართალდამცავები ისევ გამოჩნდნენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფილიალებთან საპოლიციო ეკიპაჟები, უკვე მეორე დღეა დგანან.

სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მობილიზება, ქვეყნის მასშტაბით, საფინანსო ორგანიზაციებში კრიმინალური ფაქტების გახშირებას უკავშირდება და კრიმინალის პრევენციას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, სამართალდამცავები ბანკებს გასული წლის დეკემბრის თვეშიც იცავდნენ.