ორგანიზაცია ,,Georgian Youth for Europe" მოხალისეორბივ ვაკანსიას სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში აცხადებს. პროექტი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება და ამავე წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მოხალისე ჩართული იქნება ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში.
ევროკომისია სრულად ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯებს.
განაცხადის გასაკეთებლად, გააგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: georgianyouth@gmail.com
პროექტისა და მასპინძელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.