რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. მედიკოსების განცხადებით დღის განმავლობაში ვირუსული ინფექციის სიმპტომებით საავადმყოფოს 20-მდე პაციენტი აკითხავს. ძირითადად პაციენტები ყელის ტკივილსა და მაღალ ტემპერატურას უჩივიან. რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში აცხადებენ რომ იმატა გამოძაებების რიცხვმაც. გახშირებულ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სეერგეენკომ. მისი თქმით, სეზონური გრიპის ავადობების რიცხვი გაზრდილია, თუმცა ვირუსით ავადობას ეპიდეიმის სახე არ აქვს. ვირუსული შემთხვევების გახშირებასთან დაკავშირებით, ცვლილებები განხორციელდება სასწავლო დაწესებულებებშიც, თუ ბაღებსა და სკოლებში ბავშვების არდასწრება 40%-ზე მეტი იქნება დაწესებულებები სამი დღით დაიკეტება.