რუსთავის საკრებულომ მეორე მოსმენით ბიუჯეტი დაამტკიცა

2023-12-21 18:46:27

რუსთავის საკრებულომ მეორე მოსმენით 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ბიუჯეტს მხარი "ქართული ოცნებისა" და "რუსთავი საქართველოსთვის" ფრაქციების დეპუტატებმა დაუჭირეს.

როგორც "ფრაქცია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ნათია შელეგიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტი არ პასუხობს ქალაქის საჭიროებებს, ქალაქში კრიზისი რომ არ შეიქმნას მხარი დაუჭირეს.

რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი 19 ხმით დაამტიკცდა.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა.

საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე საათიანი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.