რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ქალს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურად ფასდება.