რუსთავის #28 სკოლის წარმატება

2017-12-01 21:23:18

საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული #28 სკოლამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 20 ფილმი იღებდა მონაწილეობას, ჟიურის სიმპატია და მოწონება კი რუსთაველი მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ფილმმა დაიმსახურა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სხადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სანამ #28 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული ფილმი საქართველოს მასშტაბით გამართულ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას, მანამდე ვიდეომ რუსთავის საჯარო სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში გაიმარჯვა.

სკოლის მოსწავლეებს მიეცათ დავალება რომ თემაზე "არა ოჯახში ძალადობას" მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შეექმნათ. პროექტის ორგანიზატორი საქართველოს პროკურატურა იყო.