მომავალი წლიდან ქუჩებში სისუფთავის შესანარჩუნებლად, ქალაქს ახალი ტექნიკა შეემატება. ადგილობრივი თვითმმართველობა 5 ნაგავმზიდისა და 100 ურნის შეძენას გეგმავს. ტექნიკის შესაძენად სესხზე მოთხოვნა 297 589 ევროს ღირებულებით მუნიციპალური განვითარების ფონდს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. აღნიშნული სესხის დაფარვა ადგილობრივ თვითმმართვრლობას 2 წლიანი შეღავათით, 10 წლის ვადაში მოუწევს. საკითხი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ 32 საკითხზე იმსჯელეს, მათგან უმრავლესობა მოქალაქეთა ინდივიდუალურ სამედიცინო დახმარებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტებისა და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა.