როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-12-13 13:30:42

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის გაგარინის ქ. შანხაის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 13 დეკემბერს, 12:15 საათიდან 14 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:

რუსთაველის (გასასვლელებით), ბალანჩივაძის (გასასვლელით), გარეჯის (გასასვლელით და ჩიხით), ბარათაშვილის (გასასვლელით), არაყიშვილის (გასასვლელით), მაიაკოვსკის, ოსტროვსკის (ჩიხით), გრძელიძოს, კონსტიტუციის, ქაშაკაშვილის (ჩიხით), 9 მაისის, სარაჯიშვილის და გაგარინის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.