16 დეკემბრიდან 7 იანვრამდე რუსთავში საახალწლოდ დაგეგმილი კონცერტების პროგრამა

2023-12-11 20:12:59

რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 16 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყება.

20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის ასანთებად დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსთავის კამერული ორკესტრი დაუკრავს, მუსიკალურ ნომრებს შეასრულებენ ფოლკლორული ანსამბლი "თუთარჩელა", ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები.

საახალწლო კონცერტების პროგრამა:

17 დეკემბერი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - "სიმღერის სკოლა", ციური მჭედლიძე, მალხაზ ხონელიძე.

21 დეკემბერი, კლდიაშვილის სკვერი, 20:00 საათი - ტამტამ შოუ "Art life studio".

22 დეკემბერი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - ჯგუფი "ზარები", ზურა ყარალაშვილი

23 დეკემბერი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - "Papanusi", Strange Brew".

24 დეკემბერი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - გური პასიკაშვილი, მარიამ მოდრეკელიძე, სალომე შურღაია, ცოტნე გელოვანი, Big Tiko.

30 დეკემბერი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - ტამტამ შოუ "Art life studio".

31 დეკემბერს გრანდიოზული გალა კონცერტია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია პროგრამა.

5 იანვარი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - ბენდი ნალი, კესო რუსია.

6 იანვარი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - Geobit Production.

7 იანვარი, თავისუფლების მოედანი, 20:00 საათი - Dowstairs, ცოტნე ბარბაქაძე.