რუსთავში კაცმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში, ცოლსა და ქმარს შორის კამათი დაიწყო, რასაც ჯერ სიტყვიერი, შე,დეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
40 წლამდე კაცმა ცოლს სცემა. ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.