იტალიის ქალაქ ტრივოლის ერთ-ერთ პანსიონში ხანძარი გაჩნდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხანძარი სან ჯოვანის ევანგელისტურ საავადმყოფოში მაშინ გაჩნდა, როდესაც შენობაში მყოფ პირებს ეძინათ.
შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა საავადმყოფოს შენობიდან 200-ზე მეტი პაციენტი გაიყვანეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.