თბილისში დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს.
ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.
როგორც ნოდარ ლებანიძის და, ქეთი ლებანიძე აცხადებს, მას ძმა დაეკონტაქტა, კარგად არის და სახლშიც მალე დაბრუნდება.
ნოდარ ლებანიძე სახლიდან ორი დღის წინ გავიდა და ოჯახს წერილი დაუტოვა. ამის შემდეგ მის სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩაერთო.