ხანძარი იაღლუჯის ფერდობზე (video)

2017-11-30 22:50:46

ხანძარი იაღლუჯის ფერდობზე არსებულ ფერმაში. ცეცხლი ფერმის ტერიტორიაზე დაახლოებით 21:30 საათზე გაჩნდა, ხის მასალით დამზადებული ფერმა ცეცხლმა რამდენიმე წუთში გაანადგურა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

მეპატრონის განცხადებით, მისმა ნათესავმა ცეცხლი, სავარაუდოდ, განზრახ გააჩინა. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.