შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 35-დან 46 წლამდე ასაკის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ქურდობის მცდელობისას სახლის მფლობელმა დააკავა და პოლიციას შეატყობინა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, თუმცა სამართალდამცველებმა ის კიდევ ერთ თანამზრახველთან ერთად იპოვეს.
დაკავებულები დაკითხვაზე ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში გადაიყვანეს. სხვა ინფორმაცია უცნობია.