თბილისში ოჯახის წევრები 27 წლის ნოდარ ლებანიძეს ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ახალგაზრდას დამ, ქეთი ლებანიძემ განუცხადა, მისი ძმა სახლიდან გუშინ გავიდა და ამ დრომდე არ ჩანს.
მისი თქმით, ერთადერთი ვერსია, რაც ოჯახს აქვს, არის ის, რომ ნოდარი შესაძლოა რომელიმე მონასტერში წასულიყო. მომხდართან დაკავშირებით ოჯახმა უკვე აცნობა პოლიციას.
თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე: 592140809