რუსეთის ბრიანსკის ოლქის გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეზე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დაშავებულები საშუალო სიმძიმით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ",- განაცხადა კუზნეცოვმა.
საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით, სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი 14 წლის გოგონამ მიიტანა და თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, გოგონას მამა მოწმის სახით იკითხება.
სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლით არის აღძრული.