რუსთავში 23 წლის გოგონამ CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ფაქტი მე-11 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა.
მიზეზი ბინაში დამონტაჟებული ერთკამერიანი წყალგამაცხელებელი გახდა.
გოგონა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.