აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრილში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ათამდე ძროხა დაიწვა.
როგორც რეგიონული გამოცემა "აჭარა თაიმსი" წერს, ცეცხლი თავდაპირველად სახლში გაჩნდა და კერა მოგვიანებით ცხოველთა სადგომზე გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.