რუსთავის თეატრის 50-ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში 30 ნოემბერს, სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლის, "კვარტეტი" პრემიერა 19:00 საათზე გაიმართება. სპექტაკლის დაწყებამდე 18:30 საათზე თეატრის ფოიეში, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის, ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის "ჯემალ მაზიაშვილი" წარდგინება, საპრემიერო სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი თეატრის წინ ჯემალ მაზიაშვილის და თეატრის დამფუძნებელი კიდევ ორი მსახიობის ირაკლი ბექაიასა და ნათელა მუხულიშვილის ვარსკვლავები გაიხსნება.