კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "ხვალ, 13 დეკემბერს, დღის 11:00-დან 14:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას უდაბნოს გადამცემ ხაზზე დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, წყალმომარაგება შეუწყდება: ქ. გარდაბანს, ქ. რუსთავის მარცხენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას. წყლის მიწოდება აღნიშნულ დასახლებებს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან 2 საათის შემდეგ, 16:00 საათიდან აღუდგებათ".