რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე 12 წლის გოგონა დაიკარგა.
როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დეიდამ განუცხადა, ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან გაუჩინარდა.
მისივე ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ეზოში მოზარდ დასთან იკამათა, რის შემდეგაც მისი კვალი აღარ ჩანს.
ბავშვს ოჯახის წევრები და რუსთავის პოლიცია ამ წუთებში, ქალაქის ქუჩებში ეძებენ.
თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკეთ ნომერზე - 557408047.