რუსთავის საკრებულოში ინტერპელაციის წესით ნინო ლაცაბიძეს უსმენენ

2023-11-24 16:56:02

რუსთავის საკრებულოში ინტერპელაციის წესით ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს უსმენენ.

ლაცაბიძე დღეს საკრებულოს წევრების წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარსდგა და დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

კითხვები, ძირითადად, პროექტის გაჭიანურებას ეხება.

სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დღეს რუსთავის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტსაც განიხილავს.

დაამტკიცებს თუ არა წარმომადგენლობითი ორგანო მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.