"ვერ ვიტყვი, რომ რამე დაგვიანდა",- ასე უპასუხა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვას, ვადებში მიმდინარეობს თუ არა მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა.
ბეგიაშვილმა "ინფო რუსთავთან" ისაუბრა სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, სახელმწიფო კონტრაქტორ კომპანიას ფულს იქამდე არ უხდის, სანამ შესრულებული სამუშაო შესაბამის ექსპერტიზას არ გაივლის, რომელმაც უნდა დაასკვნას, სამუშაოები შესრულებულია თუ არა პროექტის მიხედვით.
"ეს პროგრამა მოიცავდა პირველ, მეორე და მესამე ეტაპს. რუსთავის შემთხვევაში პირველი და მეორე ეტაპი დასრულებულია. პირველი ორი დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს კიდევ 7 დამატებითი კორპუსის რეაბილიტაცია, მესამე ეტაპია. ასევეა სხვაგან, ზოგიერთ რეგიონში ეს მეორე-მესამე ეტაპია. ეს რაც შეეხება ვადებს, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რამე დაგვიანდა.
ნებისმიერი პროექტი რამდენიმე პარალელური პროექტისგან შედგება. პროექტი, შემდეგ ამ პროექტის ექსპერტიზა, შემოწმება, რამდენად ადეკვატურია და შემდეგ იწყება მშენებლობა, არცერთი სამუშაოს ჩაბარება და ფულის გადახდა არ ხდება, თუ შესაბამისმა, ადეკვატურმა ბიურომ არ დადო დასკვნა, რომ ეს არის ხარისხიანი და შეესაბამება იმ პროექტს, რაც იყო დაკვეთილი. ამიტომ ცოტა ფრთხილად ვიტყოდი ხარისხთან მიმართებაში, რადგან მეც, რომელიც მრავალი წელია ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვმუშაობ ხარისხთან დაკავშირებით საუბრისას ფრთხილი ვარ. მე ამის ექსპერტული გამოცდილება არ მაქვს.
დარწმუნებული ვარ მოსახლეობასაც არ აქვს, ამიტომ, როცა ხარისხიანზე და უხარისხოზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფო ფული არ იხარჯება და არ იხდება, ვიდრე მისი დაექსპერტება არ მოხდება, როგორც ხარისხის მიმართულებით, ასევე მოცულობების, მასალებისა და პროექტის ადეკვატურობასთან. თუ რაღაცა მოხსნეს და დაამაგრეს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩატარდა ექსპერტიზა და მიღება-ჩაბარების პროცესში აღმოჩნდა რაღაც ხარვეზი, თუმცა ამ ხარვეზს სახელმწიფო არ იხდის. სახელმწიფო ფულს იხდის მხოლოდ რაც დაუკვეთა",- განაცხადა