რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყო

2023-11-21 19:02:33

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს, ბოლო ორი კვირაა აქტიურად მიმდინარეობს უბილეთო მგზავრების დაჯარიმება.

მათი ცნობით, ამ დროის განმავლობაში 60-მდე უბილეთო მგზავრის დაჯარიმება მოხდა.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრებს, კონტროლიორი მას კანონით გათვალისწინებული საჯარიმო თანხით, 20 ლარით დააჯარიმებს.