რუსთავში ბინის დაქირავება გაძვირდა

2023-11-21 14:11:33

რუსთავში ბინის დაქირავება ისევ გაძვირდა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების აგენტებმა განუცხადეს.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულზე ბინებზე ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ზრდის ტენდენცია პერიოდულად ისევ შეინიშნება.

უძრავი ქონების აგენტების განცხადებით, მინიმალური ფასი ქალაქში ბინის დასაქირავებლად 500 ლარია. ძალიან იშვიათად, შეიძლება ითქვას ერთეულ შემთხვევებში უფრო ნაკლებიც.
უძრავი ქონების აგენტების განცხადებით, ფასი იზრდება და იცვლება ბინის ადგილმდებარეობისა და მისი მდგომარეობის მიხედვით.

მაგალითად ცენტრალურ ქუჩაზე გარემონტებული 2 ან 3 ოთახიანი ბინის ფასი მინიმუმ 700-800 ლარიდან იწყება და 1200 ლარსაც სცდება.