რუსთავში კაცმა მეგობარ ქალს სცემა

2023-11-17 00:48:48

რუსთავში კაცმა მეგობარ ქალს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თოდრიას ქუჩაზე, 40 წლამდე კაცსა და მის 30 წლამდე მეგობარ ქალს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა და ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა.

კაცმა მეგობარ ქალს საკუთარ სახლში სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მომხდარის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ კაცი ადგილზე დააკავა.