15 დეკემბრიდან 8 იანვრამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო, ხოლო ბიომეტრიული პასორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააჟღერა. ახალი ინიციატივა საარჩევნო სიის დახვეწასა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აქციით სარგებლობა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.