მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ის საკვები, რომელზეც მწერი დაჯდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ ბრიტანული dailymail წერს.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სინგაპურის ტექნლოგიური უნივერსიტეტისა და რიო დე ჟანეიროს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული 116 სახეობის მწერი გამოიკვლიეს, აჩვენა, რომ მწერს ფრთებისა და საცეცების საშუალებით ასზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია გადააქვს, რაც ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაძლოა ნაწლავისა და კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზად იქცეს.
კვლევის თანახმად, მწერი, რომელიც საკვებზე მოხვდება, ტოვებს მიკრობებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დაავადებათა გაჩენის რისკებს ზრდის.
კვლევით დადგინდა ისიც, რომ ქალაქში არსებულ მწერებს უფრო მეტი ბაქტერია გადააქვთ, ვიდრე სოფელში გავრცელებულ სახეობებს.